„ტენტორიუმი“ მსოფლიოში უდიდესი ფუტკრის პროდუქტების მწარმოებელი ჰოლდინგია, რომელიც პროდუქციის დასამზადებლად ფუტკრის ყველა პროდუქტს იყენებს, უმატებს სამკურნალო მცენარეებს და ქმნის უნიკალურ აპიფიტოპროდუქციას.
კომპანია „ტენტორიუმს“გააჩნია თავისი საფუტკრეები, სადაც ცდილობს უძველესი მეფუტკრეობის ტრადიციების აღორძინებას. ამიტომაც, საფუტკრეებში ტრადიციული სკების მაგივრად ბორტები და კოლოდები აქვთ გამოყენებული. სადაც ფუტკრები თაფლს და სხვა პროდუქტებს აკეთებენ.
2012 წლის 14 სექტემბერს გაიხსნა „ტენტორიუმისა“ და გერმანული ფირმის „Ruland Engineering & Consulting“-ის ერთობლივი პროექტის შედეგად აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მსოფლიოში უდიდესი მეფუტკრეობის პროდუქტების ქარხანა.